დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სასტუმრო

ტრადიციის გემო

კულინარია

0n

ტრადიციის გემო: ღვინისა და სამზარეულოს მოგზაურობა

გამოცდეთ ავთენტური ქართული კულინარიული ტრადიციები კარდანახის მამულის ისტორიულ გარემოში. ისწავლეთ პრაქტიკული სამზარეულო ტექნიკები, რომლებიც თაობებს გადაეცემა, კულინარიული სესიებიდან დიდებული სუფრის ზეიმებამდე. დაეუფლეთ ტრადიციული თონის პურის გამოცხობას, აღმოაჩინეთ დროით გამოცდილი რეცეპტები და გამოიკვლიეთ ქვევრის ღვინის მზადების უძველესი ხელოვნება ღრმა დეგუსტაციებით. აქ საკვები, ღვინო და მასპინძლობა ერთიანდება ქართული მემკვიდრეობის ისტორიის მოსაყოლად..


თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ "ტრადიციის გემოს" თქვენთვის სასურველი ოფცია:

  • სუფრის დღე - ხანგრძლივობა: სრული დღე
  • ქართული სადილი - ხანგრძლივობა: 2-3 სთ
  • ხინკლაობა - ხანგრძლივობა: 2 სთ

სუფრის დღე

  • ხანგრძლივობა: სრული დღე

  • ფასი: 250 ლარი ერთ პერსონაზე

  • მინიმუმ 4 პირი, მაქსიმუმ 16 პირი


აღწერა:

  • ქართული სამზარეულოს მასტერკლასი აქცენტით კახურ კერძებზე, მაგ. ჩაქაფული (სეზონურობის ფაქტორის გათვალისწინებით, გთ. წინასწარ დააზუსტოთ მოსამზადებელი კერძების სახეობები).

  • კახური შოთის ცხობა და ჩურჩხელის ამოვლება.

  • შუადღის წახემსება რომელზე მიირთმევთ ახლად-გამომცხვარ პურს, ყველთან და სალათებთან ერთად.

  • ღვინის და ალკ. სასმელების სიღრმისეული დეგუსტაცია, ტრადიციული ვინიფიკაციის და სხვა ისტორიული ასპექტების მიმოხილვით.

  • სრული ვახშამი მომზადებული და დამატებით კერძებით.


ქართული სადილი

  • ხანგრძლივობა: 2-3 საათი

  • ფასი: 65 ლარი ერთ პერსონაზე

  • მინიმუმ 2 პირი, მაქსიმუმ 8 პირი


აღწერა:

  • კულინარიული მასტერკლასი, რომელიც მოიცავს ტოლმას ვაზის ფოთლებში, ტრადიციულ სამზარეულოში ცნობილ ბოსტენულის ჩანახს თიხის ქოთანში და ახალი ბალახეულისა და ბოსტნეულის ფუძეზე მომზადებულ პესტოს.

  • სადილი მომზადებული საკვებით და უფასო ჭიქა ღვინო.


"ხინკლაობა"

  • ხანგრძლივობა: 2 საათი

  • ფასი: 45 ლარი ერთ პერსონაზე

  • მინიმუმ 10 პირი, მაქსიმუმ 20 პირი


აღწერა:

  • ხინკლის მოხვევა;

  • დამზადებული ხინკლის მირთმევა;

  • 3 ნაირსახეობის ჭაჭის დაგემოვნება.


დაჯავშნა:

  • საჭიროა წინასწარი დაჯავშნა (მინიმუმ 24 საათით ადრე)
  • ხელმისაწვდომია სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით
  • გთხოვთ, დაჯავშნისას გვაცნობოთ დიეტური შეზღუდვების და ალერგიების შესახებ

დასაჯავშნად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

office@kardanakhiestate.ge


შეავსეთ მოცემული ველები და დაჯავშნე ნომერი: